← Brelo

პრივატულობა

განახლდა: სექტემბერი 2026 · სამუშაო ვერსია

ვინ ამუშავებს მონაცემებს

მონაცემთა დამმუშავებელია პლატფორმის ოპერატორი — ინდივიდუალური მეწარმე ლუკა აკოფაშვილი (ს/ნ 35301136727), რეგისტრირებული საქართველოში. კონტაქტი: lukaakopa@gmail.com

რას ვაგროვებთ

  • მყიდველები: სახელი, ტელეფონი, ქალაქი და მისამართი, შეკვეთის შიგთავსი — მხოლოდ ის, რაც შეკვეთის მისატანად არის საჭირო;
  • გამყიდველები: ელფოსტა, მაღაზიის მონაცემები, სოციალური ბმულები და ანგარიშსწორების ინფორმაცია;
  • ტექნიკური: შეცდომების ჩანაწერები (Sentry, ევროკავშირის სერვერები) და უქუქიო, აგრეგირებული სტატისტიკა (Vercel Analytics).

რისთვის ვიყენებთ

შეკვეთების შესასრულებლად, მაღაზიების სამართავად, ავტორიზაციისთვის, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და კანონით დაკისრებული (მაგ. საგადასახადო) ვალდებულებების შესასრულებლად. მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.

ვის გადაეცემა

შეკვეთის მონაცემები გადაეცემა მხოლოდ იმ გამყიდველს და კურიერს, რომლებიც შენს შეკვეთას ასრულებენ, ასევე პლატფორმის მუშაობისთვის აუცილებელ სერვისებს: ჰოსტინგი (Vercel), ბაზა (Neon), ელფოსტა (Resend), შეცდომების მონიტორინგი (Sentry), გადახდის პროვაიდერი და SMS სერვისი გააქტიურებისას.

ქუქიები

ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქიებს: სესიას გამყიდველებისთვის და ენის არჩევანს. კალათა შენს ბრაუზერში ინახება და სერვერზე არ იგზავნება, სანამ შეკვეთას არ განათავსებ. არააუცილებელი ან სარეკლამო ქუქიები არ გვაქვს.

რამდენ ხანს ვინახავთ

შეკვეთების ისტორია ინახება საგადასახადო და სააღრიცხვო კანონმდებლობით მოთხოვნილი ვადით; სესია — 30 დღე; ერთჯერადი შესვლის ლინკები — რამდენიმე წუთი.

შენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა — მოგვწერე lukaakopa@gmail.com. ასევე გაქვს უფლება მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.