← Brelo

დაბრუნება

განახლდა: სექტემბერი 2026 · სამუშაო ვერსია

14 დღე გადასაფიქრებლად

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დისტანციურად ნაყიდი ნივთის დაბრუნება მიზეზის დასახელების გარეშე შეგიძლია ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ნივთი დაუზიანებელი და გამოუყენებელი უნდა იყოს; უკან გაგზავნის ხარჯს ფარავ შენ, თუ ნივთი წესრიგშია.

გამონაკლისები

  • ინდივიდუალური შეკვეთით ან პერსონალიზებულად დამზადებული ნივთები;
  • მალფუჭებადი პროდუქტები;
  • ჰიგიენური მიზეზით დალუქული ნივთები, თუ ლუქი გახსნილია.

დაზიანებული ან არასწორი ნივთი

თუ ნივთი დაზიანებული ჩამოვიდა ან ის არაა, რაც შეუკვეთე, ჯერ გამყიდველს მიმართე — მისი კონტაქტი ყველა შეკვეთას ახლავს. ასეთ დროს დაბრუნების ხარჯი გამყიდველს ეკისრება. თუ ვერ შეთანხმდით, მოგვწერე და დაგეხმარებით: lukaakopa@gmail.com

თანხის დაბრუნება

ბარათით გადახდილი თანხა იმავე ბარათზე ბრუნდება ნივთის დაბრუნებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. კართან ნაღდი ანგარიშსწორების შეკვეთაზე უარის თქმისას თანხა უბრალოდ არ იხდება.

პლატფორმა სამუშაო რეჟიმშია — გადახდები ჯერ სადემონსტრაციოა და ეს პირობები კომერციულ გაშვებამდე დაზუსტდება.